
გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 31 ივნის შეიქმნა. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის უზრუნველყოფა, გეოლოგიური პროცესების, გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება, წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა, გეოლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ, ასევე მიწის რესურსების სახელმწიფო ფონდში საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება, გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზების შექმნა, სანაპირო ზონების მონიტორინგი, საქმიანობის სფეროს მიხედვით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გეოლოგიის დეპარტამენტი, ლიცენზირების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, და გარემოს დაცვითი ინფრომაციის სამსახური.
|