|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა
24.03.2014
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაბტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ კუჭუხიძე დაესწრნენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღნიშნავს მეტეოროლოგიის დღეს. წელს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე ქუთაისში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტეოსადგურის გახსნით აღინიშნა. ავტომატური სადგური შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და მიღწეულ იქნას უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება.
საქართველო ჩართულია მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაში. მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას სადღეღამისო რეჟიმში 3 საათში ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს 14 მეტეო სადგურიდან. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგება გლობალური მასშტაბის ამინდის პროგნოზები, რომლებიც ვრცელდება CNN-ით და მასმედიის სხვა საშუალებებით.
23 მარტი მეტეოროლოგიის დღედ 1950 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლასას გამოცხადდა. ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მმო-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო. წლევანდელი მსოფლიო მეტეოროლოგიური დღის თემაა „ამინდი და კლიმატი- ახალგაზრობის ჩართულობა".
საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 160 წელიწადზე მეტს ითვლის. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს რეგულარულ დაკვირვებებს, ადგენს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
10.06.2014
„შპს „RMG Gold"-ისათვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი:
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|