მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში 03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება, აგრეთვე მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ სინჯის აღებისა და ქიმიური დამუშავების მეთოდებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
თბილისი 2014 წლის 4 აპრილი
,,წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესების შესახებ“ დებულებების და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების N1-01, 1-02, 1-03 და 1-04 დამტკიცების თაობაზე“
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.