მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში 03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება, აგრეთვე მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ სინჯის აღებისა და ქიმიური დამუშავების მეთოდებს.
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ.
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ ქვაჩაკიძე დაესწრნენ
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.