კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს 38-ე და 39-ე პლენარული სესიები გაიმართა
23.04.2014
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა შალვა ჯავახაძემ და ამავე სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ მონაწილეობა მიიღეს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერთა საბჭოს (IPCC)მე-2 და მე-3 სამუშაო ჯგუფების და (IPCC)-ის 38-ე და 39-ე პლენარული სესიების მუშაობაში, რომლებიც 25-29 მარტს და 6-12 აპრილს ქ.იოკოჰამაში და ქ.ბერლინში გაიმართა.
პლენარულ სესიებზე განხილულ იქნა კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების, ადაპტაციის და შერბილების საკითხები. სესიებზე მიღებული დოკუმენტები შეტანილ იქნება (IPCC)-ის მე-5 მოხსენებაში.
IPCC - ის ძირითად მმართველ ორგანოს წარმოადგენს IPCC - ის პლენარული სესია, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ. ძირითადი გადაწყვეტილებები, მათ შორის, ანგარიშების მიღება და დამტკიცება, ბიუროს წევრების არჩევა და ა.შ, მიიღება პლენარულ სესიებზე.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს IPCC- ის პლენარული სესიის მასპინძელი საქართველო გახლდათ.
|