|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შეხვედრა მდინარეთა ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე
05.05.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მდინარეთა ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში, იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტის პროფესორმა მაიკლ მაკლეინმა, სამინისტროს საქართველოს პირობების შესაბამისად ეკოლოგიური ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. მისი განცხადებით, აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოს მდინარეების ეკოსისტემების შენარჩუნებასა და მათი დაშრეტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014
1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|