შეხვედრა მდინარეთა ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე 05.05.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მდინარეთა ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში, იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტის პროფესორმა მაიკლ მაკლეინმა, სამინისტროს საქართველოს პირობების შესაბამისად ეკოლოგიური ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. მისი განცხადებით, აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოს მდინარეების ეკოსისტემების შენარჩუნებასა და მათი დაშრეტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ.
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ ქვაჩაკიძე დაესწრნენ
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.