სააგენტოს სპეციალისტი გეომეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა
08.05.2014
ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეის მოწვევით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი გიორგი გაფრინდაშვილი 2014 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა ავსტრიის ქალაქ ვენაში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მის მიერ გაკეთებულ იქნა 2 მოხსენება თემებზე: "მეწყრული პროცესები საქართველოში" და "ღვარცოფული პროცესები საქართველოში".
აღნიშნულ კონფერენციაში (EGU-2014) მონაწილობას ღებულობდა მსოფლიოს 106 ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან, ასევე შესაბამისი დარგის უწყებებიდან. კონფერენციაში მონაწილეობა მეტად ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან მასში განხილული იყო გეოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით კვლევების თანამედროვე მეთოდოლოგიები და ტექნოლოგიები, რომელთა დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას.
|