გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენი "საქართველოში 2012 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის",
დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს. შეხვედრის ფარგლებში ხათუნა გოგალაძემ ასევე წარადგინა ახლად დანიშნული მოადგილეები, ნინო შარაშიძე და ირაკლი თექთურმანიძე.
სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (მიკრობიოლოგის) თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის სფეროში;
** აუცილებელია წყლისა და ნიადაგის სინჯებში მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2012 წლის 13 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@meteo.gov.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.