პროექტი: მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი 16.06.2014
2014 წლის 16 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის საკითხზე. ჩეხეთის საელჩოს, ჩეხური კომპანია "გეოტესტის" და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახარციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში მოხდება ალაზანი-აგრიჩაის ტრანსასაზღვრო წყალშემცველ ჰორიზონტში (გურჯაანისა და ყვარელის მუნიციპალიტეტები) არსებული ჭაბურღილების აღწერა, მდგომარეობის შეფასება. ერთობლივი საველე კვლევების შედეგად შეირჩევა 3 ჭაბურღილი, რომლებზედაც მოეწყობა თანამედროვე აპარატურა, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გავრცელებას.
გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია 07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ვრცლად
მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში 03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად. ვრცლად