|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროექტი: მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგი
16.06.2014
2014 წლის 16 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის საკითხზე. ჩეხეთის საელჩოს, ჩეხური კომპანია "გეოტესტის" და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახარციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში მოხდება ალაზანი-აგრიჩაის ტრანსასაზღვრო წყალშემცველ ჰორიზონტში (გურჯაანისა და ყვარელის მუნიციპალიტეტები) არსებული ჭაბურღილების აღწერა, მდგომარეობის შეფასება. ერთობლივი საველე კვლევების შედეგად შეირჩევა 3 ჭაბურღილი, რომლებზედაც მოეწყობა თანამედროვე აპარატურა, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გავრცელებას. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვაკანსია
09.07.2012
სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (მიკრობიოლოგის) თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის სფეროში;
** აუცილებელია წყლისა და ნიადაგის სინჯებში მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2012 წლის 13 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@meteo.gov.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|