პროექტი: მცხეთა-მთიანეთის საშიში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის შფასება და ღონისძიებების დასახვა“ 30.06.2014
2014 წლის 30 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში "მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საშიში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის შეფასება და დამცავი ღონისძიებების დასახვის" პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, გეოლოგიის დეპარტამენტის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში მოხდება დუშეთის მუნიციპალიტეტში მთავარი საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ არსებული საშიში გეოლოგიური პროცესების შეფასება, თანამედროვე მეთოდოლოგებით საშიშროების რისკის რუკის შედგენა, დაძაბულ უბნებზე რეკომენდაციების გაცემა და საველე კვლევების შედეგად შერჩეულ 5 უკიდურესად სენსიტიურ უბანზე მოეწყობა თანამედროვე მონიტორინგული ქსელი.
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად.