|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროექტი: მცხეთა-მთიანეთის საშიში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის შფასება და ღონისძიებების დასახვა“
30.06.2014
2014 წლის 30 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში "მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საშიში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის შეფასება და დამცავი ღონისძიებების დასახვის" პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, გეოლოგიის დეპარტამენტის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში მოხდება დუშეთის მუნიციპალიტეტში მთავარი საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ არსებული საშიში გეოლოგიური პროცესების შეფასება, თანამედროვე მეთოდოლოგებით საშიშროების რისკის რუკის შედგენა, დაძაბულ უბნებზე რეკომენდაციების გაცემა და საველე კვლევების შედეგად შერჩეულ 5 უკიდურესად სენსიტიურ უბანზე მოეწყობა თანამედროვე მონიტორინგული ქსელი. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
10.06.2014
„შპს „RMG Gold"-ისათვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი:
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|