სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან 14.07.2014
გარემოს ეროვნულ სააგენტოში შედგა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. მხარეებმა განიხილეს საპილოტე პროექტი რომლის მიზანია საქართველოს მზადყოფნის გაძლიერება ექსტრემალური ამინდის მოვლენების მიმართ, საინფორმაციო სისტემის შექმნა მონაცემთა გადაცემა და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება, (გურჯაანის, თელავის, ყვარელის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში,) შეხვედრის მეორე საკითხად განხილული იქნა გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (საქართველო) და მისი მართვის ღონისძიებები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და საქართველოს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ევროგაერთიანებასთან ასოცირებული წევრობის ხელმოწერის ფონზე.
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად.