|
|
|
04 ივლისი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
15სთ 7წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან
14.07.2014
გარემოს ეროვნულ სააგენტოში შედგა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. მხარეებმა განიხილეს საპილოტე პროექტი რომლის მიზანია საქართველოს მზადყოფნის გაძლიერება ექსტრემალური ამინდის მოვლენების მიმართ, საინფორმაციო სისტემის შექმნა მონაცემთა გადაცემა და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება, (გურჯაანის, თელავის, ყვარელის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში,) შეხვედრის მეორე საკითხად განხილული იქნა გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (საქართველო) და მისი მართვის ღონისძიებები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და საქართველოს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ევროგაერთიანებასთან ასოცირებული წევრობის ხელმოწერის ფონზე. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვაკანსია
09.07.2012
სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (მიკრობიოლოგის) თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის სფეროში;
** აუცილებელია წყლისა და ნიადაგის სინჯებში მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2012 წლის 13 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@meteo.gov.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|