მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე 2012
23.03.2012
ამინდი, კლიმატი და წყალი - ჩვენი მომავლის მამოძრავებელი ძალა ყოველი წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მის 189 წევრ ქვეყნასა და მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად აღნიშნავს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს.
მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე ყოველწლიურად აღინიშნება განსაკუთრებული თემატიკის გარშემო. წლევანდელი 23 მარტის მთავარი თემაა "ამინდი, კლიმატი და წყალი – ჩვენი მომავლის მამოძრავებელი ძალა". ამ დღის აღნიშვნა დაიწყო 1950 წელს, როცა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია დაფუძნდა შესაბამისი კონვენციის საფუძველზე. მოგვიანებით იგი გარდაიქმნა გაეროს სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულად.
მსოფლიო მეტეოროლოგიურ დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე სტუმრად იმყოფებოდა გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ერონული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტემენტის თბილისის მეტეოროლოგურ სადგურზე, სადაც დაათვალიერა მეტეოროლოგიური დაკვირვების ახალი სისტემები და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიგელები გადასცა. |