გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ესტუმრა 07.11.2012
დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს. შეხვედრის ფარგლებში ხათუნა გოგალაძემ ასევე წარადგინა ახლად დანიშნული მოადგილეები, ნინო შარაშიძე და ირაკლი თექთურმანიძე. გარემოს ეროვნული სააგენტო (meteo.gov.ge) წარმოადგენს: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულისგან: გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.