17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი
გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში
ქარბუქი, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძალიან ძლიერი ქარი.
18-19 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოს შიდა
რაიონებსა და მთიან ზონაში ჰაერის ტემპერატურის ნავარაუდევი დაწევა
უარყოფით ნიშნულებამდე გამოიწვევს ყვავილობის ფაზაში მყოფ
სითბომოყვარული კულტურების ყვავილის დაზიანებას.
ძლიერმა წვიმებმა და მთაში თოვლის ინტენსიურმა დნობამ,
მდინარეთა აუზებში შესაძლებელია გამოიწვიოს წყლიანობის მატება
სახიფათო ნიშნულებამდე
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.