პარასკევი, 19 აპრილი, 12:44   
ENG GEO
+31°

ამინდი თბილისში

 
დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ
მაქს: +29,6 2014, მინ: +0.5 1945
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 12 დღე, მეორე ფაზა
19 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  19 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:14
მზის ჩასვლა: 19:46
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 31წთ
 

 




სიახლეები
 

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა
24.03.2014

ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაბტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ კუჭუხიძე დაესწრნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აღნიშნავს მეტეოროლოგიის დღეს. წელს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე ქუთაისში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტეოსადგურის გახსნით აღინიშნა. ავტომატური სადგური შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და მიღწეულ იქნას უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება. საქართველო ჩართულია მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაში. მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას სადღეღამისო რეჟიმში 3 საათში ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს 14 მეტეო სადგურიდან. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგება გლობალური მასშტაბის ამინდის პროგნოზები, რომლებიც ვრცელდება CNN-ით და მასმედიის სხვა საშუალებებით. 23 მარტი მეტეოროლოგიის დღედ 1950 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლასას გამოცხადდა. ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მმო-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო. წლევანდელი მსოფლიო მეტეოროლოგიური დღის თემაა „ამინდი და კლიმატი- ახალგაზრობის ჩართულობა". საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 160 წელიწადზე მეტს ითვლის. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს რეგულარულ დაკვირვებებს, ადგენს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                 


06.10.2014



ვრცლად

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო
05.09.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა,

ვრცლად

მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

ვრცლად

დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: