ხუთშაბათი, 28 მარტი, 12:56   
ENG GEO
+19°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +28,5 1899, მინ: -2.4 1972
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 19 დღე, მესამე ფაზა
28 მარტი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  28 მარტი 2024  
მზის ამოსვლა: 06:50
მზის ჩასვლა: 19:21
დღის
ხანგრძლივობა:
12სთ 31წთ
 

 




სიახლეები
 

წინასწარი ინფორმაცია 2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური პროცესებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ
19.05.2014

2014 წლის 17 მაისს დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას. დარიალის ხეობაში გველეთი-ცდოს მონაკვეთზე მდ. თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე თერგის ხეობა წარმოდგენს ვიწრო კანიონს. მწვერვალ მყინვარწვერის (5033მ) ჩრდილო _ ჩრდილო-აღმოსავლური ექსპოზიციის ციცაბო ფერდობზე, მთის წვერიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით, 4602 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე, 2014 წლის 17 მაისს დილის საათებში წარმოიშვა გრანდიოზული მოცულობის კლდეზვავი მყინვარულ-თოვლიან მასასთან ერთად. ჩამოზვავებული მასის მოცულობა, რომელსაც ტრანზიტის ზონაში მდ. თერგთან შეერთებამდე დაემატა აქ არსებული მორენული (მყინვარული) და გრავიტაციული გენეზისის მასალა, საორიენტაციოდ შეადგენს 5.0 მლნ.მ3. ჩამოზვავებული გრავიტაციულ-მყინვარული მასალა განაწილდა 3 ნაკადად, რომელთაგან მარცხენამ დინამიკურ ზონაში მოიქცია (წაიტაცა) დევდორაკის მყინვარის ენა. პროცესი განვითარდა უხვი ატმოსფერული ნალექის (წვიმა) ფონზე, რამაც დამატებითი კატალიზატორის როლი ითამაშა მასის დინამიკაში მოსაყვანად. ატმოსფერული ნალექების თანხვედრის გარეშე, მყარი მასა ამ მოცულობით (საორიენტაციოდ 1.5 მლნ.მ3) მდინარე თერგამდე ვერ მიაღწევდა. მდ. თერგის ხეობაში გრავიტაციულ-ღვარცოფულმა ნაკადმა გადაკეტა თერგის კალაპოტი დაEშეაგუბა მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე. ზოგადად მთა მყინვარწვერის ეს კვანძი გამოირჩევა გლაციალური ღვარცოფების პერიოდულად აქტიური მოქმედებით, რომელთა დინამიკა როგორც წესი გეოლოგიურ კანონზომიერებას ძირითადად არ ემორჩილება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების საერთო ფონზე გლაციალური ტიპის ღვარცოფების აქტივიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მდ. დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გავლას ბოლოს ადგილი ჰქონდა 2007 წლის აგვისტოში. უფრო ადრე, 2003 წელს მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე რუსეთის ფედერაციაში მყინვარ კოლკის ენურ ნაწილში. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია კვლავ დაძაბულია, თუმცა მდ. დევდორაკის კალაპოტში და ღვარცოფის კერის ზონაში დარჩენილი მყარი ნატანის ერთჯერადი ამოქმედების და ანალოგიური მოცულობის ნაკადის გამოტანა თერგის ხეობაში ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან აღნიშნულ ზონებში დარჩენილი მყარი მასალის უმეტესობა მოქცეულია კალაპოტისა და კერის იმ უბნებში, ე.წ. ჯიბეებში, საიდანაც მათ დაძვრას სჭირდება დიდი ენერგეტიკული პოტენციალი, რისი პირობებიც ამ ეტაპზე დაბალია. Aთუმცა სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, სტიქიის გავრცელების არეალში მოქმედებს მუდმივი მონიტორინგული საგუშაგოები, სადაც 24 საათიან რეჟიმში გეოლოგები აკვირდებიან პროცესის დინამიკას. ასეთი მონიტორინგი გვაძლევს არა მარტო პროცესის გააქტიურების შემთხვევაში სწრაფი შეტყობინების საშუალებას, არამედ მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საბოლოო დასკვნის მომსამზადებლად. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მდ. ამალი-დევდორაკის ხეობაში ამჟამად წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
             


06.10.2014



ვრცლად

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო
05.09.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა,

ვრცლად

მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

ვრცლად

დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: