კვირა, 20 ოქტომბერი, 02:36   
ENG GEO
+12°

ამინდი თბილისში

 
ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ
მაქს: +29.0 1927, მინ: -0.9 1911
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 22 დღე, მესამე ფაზა
20 ოქტომბერი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  20 ოქტომბერი 2019  
მზის ამოსვლა: 07:18
მზის ჩასვლა: 18:14
დღის
ხანგრძლივობა:
10სთ 56წთ
 

 




სიახლეები
 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
21.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება 2014 წლის 20 აგვისტოს, 22 საათზე, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დღეს, დილის 6 საათზე კი, სამინისტროს ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და გლაციოლოგების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით დარიალის ხეობაში მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები დაათვალიერეს. ჰიდროლოგებმა და გეოლოგებმა სტიქიური პროცესების პირველადი შეფასება გააკეთეს და რისკების განსაზღვრა მიმდინარეობს. დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წინა (17 მაისის) ღვარცოფული მოვლენის დროს დარჩენილი მასის გადმოტანა მოხდა. ადგილზე ღვარცოფის ახალი მოწყვეტის კერები არ ფიქსირდება. გამოტანილი მასის სავარაუდო მოცულობა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. დარიალის ხეობაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების სპეციალისტები. დევდორაკის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს გადაუდებელი ღონისძიებები. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
 
წინა შემდეგი


06.10.2014



ვრცლად

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო
05.09.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა,

ვრცლად

მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

ვრცლად

დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
24.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: