ოთხშაბათი, 24 აპრილი, 07:48   
ENG GEO
+26°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.4 1936, მინ: +0 1948
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

სავსე მთვარე – მთვარის 16 დღე
24 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  24 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:07
მზის ჩასვლა: 19:51
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 44წთ
 

 




სიახლეები
 

შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)
05.02.2014

გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა. პროექტის ძირითადი მიზანია შეიქმნას ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შავი ზღვის გარემოს დაცვის გაუმჯობესებას. დაგეგმილია ეროვნული მონიტორინგის არსებული სისტემების და ინსტრუმენტების შეფასება; ბუქარესტის და მასთან დაკავშირებული სხვა კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და სწავლებების საჭიროებების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; აგრეთვე შავი ზღვის ერთობლივი კვლევების მეთოდოლოგიის მომზადება და რიგი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. პროექტის მიზნებია: ა) შავი ზღვის ქიმიური და ბიოლოგიური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესება ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) და შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის საჭიროებებთან შესაბამისობაში; ბ) პარტნიორი ქვეყნების ქმედუნარიანობის გაუმჯობესება ზღვის მონიტორინგის წარმოებაში MSFD პრინციპებით. განხორციელდება შემდეგი კონკრეტული ქმედებები: ა) ეროვნული მონიტორინგის სისტემების და ინსტრუმენტების მიმოხილვა მონიტორინგით მიღებული მონაცემების შეფასების მიზნით; ბ) ბუქარესტისა და სხვა შესაბამისი კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა; გ) ეკონომიკურად ეფექტური და ჰარმონიზებული ბიოლოგიური და ქიმიური მონიტორინგის პროგრამების შემუშავება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და MSFD-ს შესაბამისად; დ) ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და ტრენინგების საჭიროებების შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) მონიტორინგის მეთოდებისა და ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; ვ) შავი ზღვის ერთობლივი კვლევების მეთოდოლოგიის მომზადება; ზ) შავი ზღვის წყლის ხარისხის მონაცემთა ბაზის პროტოტიპის შემუშავება.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
     

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.

ვრცლად

სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.

ვრცლად

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

ვრცლად

სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
03.06.2014



ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: