|
|
|
 |

 |
|
 |
|
ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი
10.02.2014

მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში. ექსპერტებმა ჩაატარეს პროფილაქტიკური სამუშაოები ქ.თბილისში ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე განლაგებული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურში. გარდა ამისა, უცხოელმა სპეციალისტებმა სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარეს სწავლება ტექნიკურ საკითხებსა და მონაცემთა ხარისხის კონტროლის შესახებ. მომავალში სადგურის გამართული მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს სპეციალისტების მიერ.
|
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
 |
|
 |

 |
|
 |
|
 |
დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.

ვრცლად |
|
|
 |
|
 |

 |
|
 |
|
 |
სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.

ვრცლად |
|
|
 |
|
 |

 |
|
 |
|
 |
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

ვრცლად |
|
|
 |
|
 |


|
 |
|
|
|
 |