ხუთშაბათი, 25 აპრილი, 03:11   
ENG GEO
+16°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +29.6 1958, მინ: +0.7 1912
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 17 დღე, მესამე ფაზა
25 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  25 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:06
მზის ჩასვლა: 19:52
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 47წთ
 

 




სიახლეები
 

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები. ამასთანავე, სეისმოლოგების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა განახორციელეს ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი. მოხდა სეისმური მონაცემების განზოგადება და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერება, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების ეტაპობრივად განახლების თაობაზე. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. ამასთანავე, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის 24 საათიანი მონიტორინგი. როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც ჩართულია სხვადასხვა უწყების 200-მდე წარმომადგენელი. ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და ნებისმიერი მინიმალური რისკი.
 
წინა შემდეგი

სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.

ვრცლად

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

ვრცლად

სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
03.06.2014



ვრცლად

წინასწარი ინფორმაცია 2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური პროცესებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ
19.05.2014

2014 წლის 17 მაისს დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: