მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე
01.06.2011

მსოფლიო საზოგადოებრიობა 23 მარტს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეწვია და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიონალური დღესასწაული მიულოცა. წელს მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე დევიზით "კლიმატი თქვენთვის" ღინიშნა.
"მინდა მივულოცო ჩვენს თანამშრომლებს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე და დიდი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული მუშაობისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, საიდანაც არ უნდა მიიღონ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებიდან, ამ ინფორმაციის საფუძველი ყოველთვის მზადდება ჩვენს სამსახურებში. ეს არის ამინდის პროგნოზის ერთადერთი ქსელი, რომელიც პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული. "-განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. |