ხუთშაბათი, 28 მარტი, 18:36   
ENG GEO
+19°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +28,5 1899, მინ: -2.4 1972
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 19 დღე, მესამე ფაზა
28 მარტი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  28 მარტი 2024  
მზის ამოსვლა: 06:50
მზის ჩასვლა: 19:21
დღის
ხანგრძლივობა:
12სთ 31წთ
 

 




სიახლეები
 

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
07.06.2011

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად დასკვნითი საზეიმო მიღება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ინიტა პაულოვიჩამ მიმართეს და გარემოს დაცვის დღე მიულოცეს.
ღონისძიებაზე გოგა ხაჩიძემ გარემოსდაცვით საკითხებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ნომინაციაში - „მწვანე კომპანია" „ვუდ სერვისს" და „აიდეკოს" სიგელები გადასცა.
„მწვანე გზა - მწვანე ცხოვრების წესისთვის" - ნომინაციაში გამარჯვებულად კი „მსოფლიო მოგზაურად" და „ადამიანი ველოსიპედად" წოდებული ჯუმბერ ლეჟავა გამოცხადდა. ასევე, გარემოს დაცვის სფეროში მრავალწლიანი მუშაობისა და შეტანილი წვლილისთვის სიგელები და პრიზები გადაეცათ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. ღონისძიების დასასრულს კი „მწვანე ჟურნალისტები" გამოვლინდნენ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა სადღესასწაულო ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა.
ღონისძიების პარალელურად მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტო-გამოფენა „ბავშვი და გარემო" მოეწყო და საღამოს მუსიკალურად „დავით ილურიძის ბენდი" აფორმებდა.
5 ივნისი გარემოს დაცვის სამინისტრომ,  გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ, პარტნიორ არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა, რომლის თანაორგანიზატორი იყო "რადიო-ქალაქი". საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ჟურნალი „Focus" და გაზეთი „Georgia Today".
წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 38-ედ აღინიშნა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. 2011 წლის  მთავარი თემაა - „ბუნება თქვენს სამსახურში".

 
წინა შემდეგი

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.

ვრცლად

სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.

ვრცლად

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

ვრცლად

სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
03.06.2014



ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: