ხუთშაბათი, 25 აპრილი, 11:32   
ENG GEO
+30°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +29.6 1958, მინ: +0.7 1912
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 17 დღე, მესამე ფაზა
25 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  25 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:06
მზის ჩასვლა: 19:52
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 47წთ
 

 




სიახლეები
 

2012 წლის 12-13 მაისის ღამეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში განვითარებული წყალმნოვარდნის მოკლე მიმოხილვა
14.05.2012

ამა წლის 12-13 მაისის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 3-4 საათის განმავლობაში აღინიშნა ინტენსიური ნალექები (თავსხმა წვიმები და სეტყვა), რომელთა რაოდენობამაც 2-3 სთ-ის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეადგინა 30-დან 100 მმ-მდე. აღნიშნულმა გამოიწვია პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებზე მნიშვნელოვანი წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყერების გააქტიურება, ქუჩებში ნიაღვრები. დაზარალდა დუშეთის, გურჯაანის, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურის ობიექტები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით დაზარალდა . თბილისის ზოგიერთი -ნი.

. თბილისში, ვაშლიჯვარის მეტეოსადგურის მონაცემებით 22სთ-დან 01სთ-მდე მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 92მმ. დროის მოკლე პერიოდში მოსულმა ინტენსიურმა ნალექებმა . თბილისის გარშემო ჩამომდინარე მშრალ ხევებში გამოიწვია წყალმოვარდნები, ქალაქის ქუჩებში განვითარდა ნიაღვრები, რის შედეგადაც დაინგრა, დაზიანდა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გულუას სახელობის მოედანს და მისი მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე მუხიანის .. აგარაკების დასახლებას. სრულად დაინგრა 11 საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 5 ადამიანი.   

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამისი მასალების მოძიების მიზნით ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილებზე, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში მომხდარის შესახებ მომზადდება და გამოქვეყნდება დაწვრილებითი ანგარიში.  

სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური

მოვლენების მართვის სამმართველო

ტელ: 243 95 38; 243 95 29

 

 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
         

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.

ვრცლად

სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა.

ვრცლად

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

ვრცლად

სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
03.06.2014



ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: