ხუთშაბათი, 18 აპრილი, 20:43   
ENG GEO
+28°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.1 1899, მინ: +0.3 1904
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 11 დღე, მეორე ფაზა
18 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  18 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:16
მზის ჩასვლა: 19:44
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 28წთ
 

 




სიახლეები
 

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები. ამასთანავე, სეისმოლოგების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა განახორციელეს ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი. მოხდა სეისმური მონაცემების განზოგადება და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერება, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების ეტაპობრივად განახლების თაობაზე. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. ამასთანავე, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის 24 საათიანი მონიტორინგი. როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც ჩართულია სხვადასხვა უწყების 200-მდე წარმომადგენელი. ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და ნებისმიერი მინიმალური რისკი.
 
წინა შემდეგი

სააგენტოს სპეციალისტი გეომეცნიერებათა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით გამოვიდა
08.05.2014

ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეის მოწვევით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი გიორგი გაფრინდაშვილი 2014 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა ავსტრიის ქალაქ ვენაში

ვრცლად

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება
08.05.2014

საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მოსახლეობის მხრიდან, რომლებიც პირადი სარგებლობისათვის გამოიყენებენ მიწისქვეშა მტკნარ წყალს (ჭა, ჭაბურღილი) არ არის საჭირო ლიცენზიის აღება.

ვრცლად

შეხვედრა მდინარეთა ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე
05.05.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მდინარეთა ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად

ფინეთის მთავრობის პროექტის დასკვნითი შეხვდრა
25.04.2014

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მხარეს შორის შედგა, „საქართველოს წყლები - წყლის მონიტორინგისა და მართვის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ - პროექტის დასკვნითი შეხვედრა

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: