ხუთშაბათი, 18 აპრილი, 04:17   
ENG GEO
+12°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.1 1899, მინ: +0.3 1904
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 11 დღე, მეორე ფაზა
18 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  18 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:16
მზის ჩასვლა: 19:44
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 28წთ
 

 




სიახლეები
 

დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბის განცხადება
07.06.2014

დღეს, დილის 6 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები. ამასთანავე, სეისმოლოგების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა განახორციელეს ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი. მოხდა სეისმური მონაცემების განზოგადება და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერება, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების ეტაპობრივად განახლების თაობაზე. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. ამასთანავე, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის 24 საათიანი მონიტორინგი. როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც ჩართულია სხვადასხვა უწყების 200-მდე წარმომადგენელი. ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და ნებისმიერი მინიმალური რისკი.
 
წინა შემდეგი

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს 38-ე და 39-ე პლენარული სესიები გაიმართა
23.04.2014

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა შალვა ჯავახაძემ და ამავე სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ მონაწილეობა მიიღეს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერთა საბჭოს (IPCC)მე-2 და მე-3 სამუშაო ჯგუფების და (IPCC)-ის 38-ე და 39-ე პლენარული სესიების მუშაობაში, რომლებიც 25-29 მარტს და 6-12 აპრილს ქ.იოკოჰამაში და ქ.ბერლინში გაიმართა.

ვრცლად

პოლონეთის რესპუბლიკის ,,კრიზისული ინფრომაციის ცენტრ’’-სა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
10.04.2014

სამუშაო შეხვედრაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების სისტემის ფუნქციონირება, ხოლო პოლონეთის მხარემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ვრცლად

მინისტრმა წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ნახატების კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა
10.04.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სოლიკო ვირსალაძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელთაც მონაწილეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს.

ვრცლად


08.04.2014

საქართველოს მთავრობის დადგენილება თბილისი 2014 წლის 4 აპრილი ,,წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესების შესახებ“ დებულებების და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების N1-01, 1-02, 1-03 და 1-04 დამტკიცების თაობაზე“

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: