საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი 06.06.2011
ამა წლის 22– 25 მარტს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა "EUMETSAT"– ის (ევროპის მეტეოროლოგიური თანამგზავრები) ექსპერტი ალექსეი კრივობოკი. ვიზიტის მიზანი იყო ახალი თანამგზავრული სისტემის "EUMETCast"-ის ინსტალაცია. ახალი თანამგზავრული სისტემი უზრუნველყოფს დედამიწის თანამგზავრული გამოსახულებების და პროდუქციის მიღებას უწყვეტ ოპერატიალ რეჟიმში, რაც ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას. ახალი თანამგზავრული სისტემის "EUMETCast"-ი საქართველოს მხარეს გადაეცა უსასყიდლოდ პროექტის "თანამგზავრულ მონაცემთა წვდომა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ".
08.04.2014
საქართველოს მთავრობის დადგენილება
თბილისი 2014 წლის 4 აპრილი
,,წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესების შესახებ“ დებულებების და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების N1-01, 1-02, 1-03 და 1-04 დამტკიცების თაობაზე“
ვრცლად
გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია 07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ვრცლად
მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში 03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად. ვრცლად