გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ 21.01.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით 16 ობიექტზე.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება 2014 წლის 14 იანვარს დღის 12.00 საათზე და დასრულდება 2014 წლის 14 თებერვალს დღის 18.00 საათზე
ელექტრონული აუქციონი გაიმართება 2014 წლის 14 თებერვალს დღის 12.00 საათზე და დასრულდება 2014 წლის 14 თებერვალს დღის 18.00 საათზე.
აუქციონი გაიმართება გარემოს ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის https://www.eauction.ge/ მეშვეობით.
08.04.2014
საქართველოს მთავრობის დადგენილება
თბილისი 2014 წლის 4 აპრილი
,,წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) და წიაღით სარგებლობის პროექტების, საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესების შესახებ“ დებულებების და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების N1-01, 1-02, 1-03 და 1-04 დამტკიცების თაობაზე“
ვრცლად
გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია 07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ვრცლად
მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში 03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად. ვრცლად