მტკნარი სასმელი წყლების რესურსებისა და მონიტორინგული ქსელის აღდგენა 12.08.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო. მინისტრმა პროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფლებში კალაურსა და ზეგაანში არსებულ რამდენიმე ჭაბურღილზე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დამონტაჟებული სარეჟიმო დაკვირვებების თანამედროვე აპარატურა დაათვალიერა. ის საშუალებას იძლევა დისტანციურ პირობებში მიღებული იქნას შესაბამისი კომპლექსური ინფორმაცია მიწისქვეშა წყლის მახასიათებლების შესახებ. ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებიც აიღეს, რომლის მიზანია მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრა და მისი რაოდენობის დადგენა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ანალოგიური აღჭურვილობის მოწყობა დაგეგმილი აქვს კიდევ 3 ჭაბურღილზე. პროექტით გათვალისწინებულია მეთოდოლოგიებისა და აღჭურვილობის გადაცემა გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის მონიტორინგული კვლევების საწარმოებლად და ტრენინგის ჩატარება ქართველი სპეციალისტებისათვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს საკუთარი ძალებით 2014 წლის ბოლო კვარტალში ასევე გათვალისწინებული აქვს დამატებით 10 ჭაბურღილზე ანალოგიური აღჭურვილობის მოწყობა. საქართველოში მონიტორინგი, მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრაზე და რაოდენობის დადგენაზე, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პრაქტიკულად აღარ წარმოებს, თუ არ ჩავთვლით დიდი ქალაქების წყალმომარაგების ობიექტებზე მათ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მუდმივ დაკვირვებას. შესაბამისად დღეისათვის უცნობია მისი რეჟიმი, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობა.
გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია 07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ვრცლად
მოსწავლეების ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში 03.04.2014
მიმდინარე წლის 1 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ ეკატერინე გოგოლაძესთან ერთად. ვრცლად