შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან 06.03.2014
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე „საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტურობის მესამე მიმოხილვის" დოკუმენტი განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მისია დაიწყებს ქვეყნის გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის მესამე მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობას. ექსპერტების მიერ შეფასდება გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობა და მომზადდება რეკომენდაციები. ექპერტებმა თავიანთი ხედვდები და მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, განათლების სამინისტროების და სხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებსაც გააცნეს.
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 24.03.2014
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ. ვრცლად
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა 24.03.2014
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ ქვაჩაკიძე დაესწრნენ ვრცლად