მტკნარი სასმელი წყლების რესურსებისა და მონიტორინგული ქსელის აღდგენა 12.08.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო. მინისტრმა პროექტის ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფლებში კალაურსა და ზეგაანში არსებულ რამდენიმე ჭაბურღილზე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დამონტაჟებული სარეჟიმო დაკვირვებების თანამედროვე აპარატურა დაათვალიერა. ის საშუალებას იძლევა დისტანციურ პირობებში მიღებული იქნას შესაბამისი კომპლექსური ინფორმაცია მიწისქვეშა წყლის მახასიათებლების შესახებ. ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებიც აიღეს, რომლის მიზანია მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრა და მისი რაოდენობის დადგენა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ანალოგიური აღჭურვილობის მოწყობა დაგეგმილი აქვს კიდევ 3 ჭაბურღილზე. პროექტით გათვალისწინებულია მეთოდოლოგიებისა და აღჭურვილობის გადაცემა გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის მონიტორინგული კვლევების საწარმოებლად და ტრენინგის ჩატარება ქართველი სპეციალისტებისათვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს საკუთარი ძალებით 2014 წლის ბოლო კვარტალში ასევე გათვალისწინებული აქვს დამატებით 10 ჭაბურღილზე ანალოგიური აღჭურვილობის მოწყობა. საქართველოში მონიტორინგი, მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრაზე და რაოდენობის დადგენაზე, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პრაქტიკულად აღარ წარმოებს, თუ არ ჩავთვლით დიდი ქალაქების წყალმომარაგების ობიექტებზე მათ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მუდმივ დაკვირვებას. შესაბამისად დღეისათვის უცნობია მისი რეჟიმი, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობა.
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 24.03.2014
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ. ვრცლად
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა 24.03.2014
ქუთაისში მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ახალი ავტომატურ რეჟიმში მომუშავე მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, რომელიც ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით და INDP (გაეროს განვითარების პროგრამა) მხარდაჭერით განხორციელდა. სადგურის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ ქვაჩაკიძე დაესწრნენ ვრცლად
შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან 06.03.2014
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ვრცლად