ხუთშაბათი, 28 მარტი, 13:28   
ENG GEO
+19°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +28,5 1899, მინ: -2.4 1972
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 19 დღე, მესამე ფაზა
28 მარტი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  28 მარტი 2024  
მზის ამოსვლა: 06:50
მზის ჩასვლა: 19:21
დღის
ხანგრძლივობა:
12სთ 31წთ
 

 




სიახლეები
 

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ბათუმში
28.10.2013

14-18 ოქტომბერს ბათუმში  კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ჩატარდა 

პლენარული სესიის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ IPCC-ს ხელმძღვანელი დოქტორი რაჯენდრა ქუმარ ფაჩაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და IPCC-ს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობს IPCC-ს წევრი 110 ქვეყნის 250-ზე მეტი სამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი. შეხვედრა მიზნად ისახავს სათბურის აირების გაფრქვევის ეროვნული სამოქმედო გეგმების ანგარიშგების ორი მეთოდოლოგიისა და სხვა საკითხების განხილვას.

IPCC ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაციია, რომელიც 1988 წელს დაარსდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. IPCC ყოველმხრივი, ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომების საფუძველზე შეისწავლის და აფასებს არსებულ სამეცნიერო-ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების რისკების, მათი შესაძლო ზემოქმედების, ადაპტაციის ვარიანტების და შედეგების შერბილების მეცნიერული საფუძვლების შესწავლასთან. ამჟამად ორგანიზაციის წევრია 195 ქვეყანა. მასთან მოხალისეობრივ საწყისებზე თანამშრომლობენ კლიმატის ცვლილების წამყვანი სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან.

2007 წელს IPCC და ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ არნოლდ (ელ) გორი დაჯილდოვდნენ ნობელის მშვიდობის პრემიით ადამიანის სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის.

IPCC-ს 37-ე სესია იმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

IPCC - ის ძირითად მმართველ ორგანოს წარმოადგენს IPCC - ის პლენარული სესია, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ. ძირითადიa გადაწყვეტილებები, მათ შორის, ანგარიშების მიღება და დამტკიცება, ბიუროს წევრების არჩევა და ა.შ., მიიღება პლენარულ სესიებზე. პირველად ორგანიზაცის არსებობის მანძილზე 37-ე პლენარული სესი გაიმართა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ, საქართველოში, ბათუმში.

1990-იანი წლებიდან IPCC-ს მუშაობს სათბურის აირების ინვენტარიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებზე (ბოლოს განახლდა 2006 წელს), რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყნების უმეტესობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველია.

სათბურის აირების ემისიისა და ამოღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მიწათსარგებლობა და ტყითსარგებლობა, რაც, სხვა სახის ზიანის გარდა, გავლენას ახდენს გაუდაბნოებაზე, ჭარბტენიან ტერიტორიებსა და ტორფის მარაგებზე. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ინიციატივის პასუხად IPCC მუშაობს სათბურის აირების ემისიის ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიაზე ჭარბტენიან ტერიტორიებთან მიმართებით. აგრეთვე, კონვენციის კიოტოს ოქმის წევრი ქვეყნების თხოვნით, განიხილავს და განაახლებს სათბურის აირების ემისიისა და ამოღების სახელმძღვანელოს მიწათსარგებლობის, მიწათსარგებლობის ცვლილებებისა და ტყითსარგებლობის გათვალისწინებით.

 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
           

ვაკანსიები
27.02.2014

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდები ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად



ვრცლად

ვაკანსიები
25.02.2014

სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

ვრცლად

ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი
10.02.2014

მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში

ვრცლად

შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)
05.02.2014

გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: