გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ 21.01.2014
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით 15 ობიექტზე.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება 2014 წლის 16 იანვარს დღის 12.00 საათზე და დასრულდება 2014 წლის 17 თებერვალს დღის 18.00 საათზე
ელექტრონული აუქციონი გაიმართება 2014 წლის 17 თებერვალს დღის 12.00 საათზე და დასრულდება 2014 წლის 17 თებერვალს დღის 18.00 საათზე.
აუქციონი გაიმართება გარემოს ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის https://www.eauction.ge/ მეშვეობით.
ვაკანსიები 25.02.2014
სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
ვრცლად
ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი 10.02.2014
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში ვრცლად
შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS) 05.02.2014
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.
ვრცლად