ოთხშაბათი, 24 აპრილი, 22:00   
ENG GEO
+12°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.4 1936, მინ: +0 1948
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

სავსე მთვარე – მთვარის 16 დღე
24 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  24 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:07
მზის ჩასვლა: 19:51
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 44წთ
 

 




სიახლეები
 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
10.06.2014

„შპს „RMG Gold"-ისათვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი: • კომპანიის მიერ მიწის გამოყენების სამუშაოთა წარმოება თანხმდებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რაც კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებთანაა დაკავშირებული; • მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რომელიც ეხებოდა საყდრისის მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის განსაზღვრას; • საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კომპანიისათვის მიწის სამუშაოთა განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულ პროცესებს, საერთო ჯამში, დაახლოებით 8 თვეზე მეტი დასჭირდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით და იმის საფუძველზე, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი, "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილება (მე-61 მუხლის მე-3 პუნქტი) ადგენს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" განკარგულება, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მოქმედების ვადა, გაგრძელდა ადეკვატური ვადით, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე. „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულება, შემდგომ გახდა საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეეტანა შესაბამისი ცვლილებები კომპანიის ლიცენზიაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ დამატებით, არანაირი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.
 
წინა შემდეგი

ვაკანსიები
25.02.2014

სსიპ. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

ვრცლად

ჰოლანდიელი სპეციალისტების ვიზიტი
10.02.2014

მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში

ვრცლად

შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)
05.02.2014

გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.

ვრცლად

საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა
22.01.2014

მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 პლენარული სესიის შეხვდრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა და ქალბატონ ნინო ცხადაძე

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: