17 მაისი - ტელეკომუნიკაციების მსოფლიო დღეა 17.05.2012
ყოველი წლის 17 მაისს მთელი მსოფლიოს კავშირგაბმულობის სპეციალისტები ტელეკომუნიკაციების მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლები ულოცავენ ქართველ კოლეგებს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებენ პროფესიულ საქმიანობაში.
მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰოლანდიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის საპილოტე პროექტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა თბილისში“ ფარგლებში
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.