პარასკევი, 29 მარტი, 14:45   
ENG GEO
+19°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +27.9 1914, მინ: -3.7 1957
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 20 დღე, მესამე ფაზა
29 მარტი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  29 მარტი 2024  
მზის ამოსვლა: 06:49
მზის ჩასვლა: 19:23
დღის
ხანგრძლივობა:
12სთ 34წთ
 

 




სიახლეები
 

სტიქია მცხეთა-მთიანეთის მხარეში
06.06.2014

1 ივნისის სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, განსაკუთრებით დუშეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე დიდი ზარალი განიცადა გრემისხევის, ანანურის, მჭადიჯვრის, ბაზალეთის, ლაფანაანთკარის, გუდამაყრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, ჭართლის და მაღაროს თემის სოფლებმა. ზოგიერთ სოფელში განვითარდა ღვარცოფი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ერთად დაიწყო სტიქიის შედეგების აღწერა. მუნიციპალიტეტებში შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომლებსაც კოორდინაციას სამხარეო ადმინისტრაცია უწევს. თავის მხრივ, ადმინისტრაციაში მოქმედებს საგანგებო შტაბი. დუშეთის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, რომელთა ინფორმაციით, სოფელ ცივწყაროში მდებარე ხევის (მცირეწყლიანი უსახელო ხევი) მარჯვენა მხარეს განვითარებული მეწყერის შედეგად, მოხდა ხევის კალაპოტის გადაკეტვა და განვითარდა ღვარცოფული ნაკადი, რამაც გარკვეული საშიშროება შეუქმნა ხევისპირას მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს. გეოლოგების რეკომენდაციით მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გამოყენებით ხევებისა და გზების გასუფთავება. პირველ ეტაპზე, გაიწმინდა ქვა-ღორღით გადავსებული ის ადგილები, სადაც სტიქიის განმეორების შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებს საფრთხე დაემუქრებოდა.
 
წინა შემდეგი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
21.08.2014

2014 წლის 20 აგვისტოს, 22 საათზე, დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.

ვრცლად

მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
13.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.

ვრცლად

მტკნარი სასმელი წყლების რესურსებისა და მონიტორინგული ქსელის აღდგენა
12.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან
14.07.2014

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შედგა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: