 |
|
 |
04 დეკემბერი 2023 |
 |
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
9სთ 20წთ |
|
|
|
|
|
 |

 |
|
 |
|
მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
25.08.2014

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დევდორაკის ვიზუალური დათავლიერების შემდეგ, შეარჩიეს ადგილი და მდინარე დევდორაკსა და ამალის შესართავთან დღეს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს. სადგურის დამონტაჟისას ყაზბეგში, დევდორაკის ხეობაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე იმყოფებოდა. მეტეოსადგური ავტომატურ რეჟიმში გაზომავს: ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მიაწვდის. სტიქიის მთავარი მაპროვოცირებელი ხეობაში ძლიერი ნალექია, ამდენად უმნიშვნელოვანესია, ავტომატურ, ონლაინ რეჟიმში ხდებოდეს ნალექის რაოდენობის განსაზღვრა, რათა ადრეული შეტყობინების სისტემამ ეფექტურად იმუშაოს. ასევე შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი კომპანიებიდან.
|
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
 |
|
 |





|
 |
|
|
|
 |