შაბათი, 20 აპრილი, 17:20   
ENG GEO
+27°

ამინდი თბილისში

 
სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ
მაქს: +27,8 1981, მინ: +0.3 1883
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 13 დღე, მეორე ფაზა
20 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  20 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:13
მზის ჩასვლა: 19:47
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 34წთ
 

 




სიახლეები
 

საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა
22.01.2014

მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 პლენარული სესიის შეხვდრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა და ქალბატონ ნინო ცხადაძე. განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს დედამიწის დაკვირვების ჯგუფში გაწევრიანების დიდი მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა ეროვნულ დონეზე GEO-ს მიერ დასახული მიზნების შესრულებაში. დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფი, კოორდინაციას უწევს დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა, სისტემის შექმნას. 10 წლიანი დაკვირვების გეგმის საფუძველზე, მათი მიზანი და მოსალოდნელი სარგებელი, საქმიანობის ცხრა პრიორიტეტულ სოციალურ სფეროდ იყოფა: კატასტროფები, ჯანმრთელობა, ენერგია, კლიმატი, წყალი, ამინდი, ეკოსისტემები, სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება. პლენარულ სესიაზე განცხადება გააკეთა მთავარმა დელეგატმა ბატონმა რამაზ ჭითანავამ, ხოლო მინისტერიალზე ქალბატონმა ნინო შარაშიძემ. მხარეები შემდგომი ეტაპისათვის (2015-2015) ათწლიანი გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ,რომელშიც განსაზღვრულია GEOSS-ის (GLOBAL EARTH OBSERVATORION SYSTEM OF SYSTEM დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა სისტემის) ხედვა. „გეოპორტალის" მეშვეობით, უზრუნველყოფილია წვდომა ინტერნეტ მონაცემებზე. მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს და გამოიყენოს სანდო და უახლესი ინფორმაცია.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
       

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ბათუმში
28.10.2013

14-18 ოქტომბერს ბათუმში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ჩატარდა პლენარული სესიის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ IPCC-ს ხელმძღვანელი დოქტორი რაჯენდრა ქუმარ ფაჩაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და IPCC-ს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ვრცლად

ამერიკელი სინოპტიკოსის ვიზიტი ჰიდრომეტ-ში
16.09.2013

30 აგვისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტდეპარტამენტს ესტუმრა სანდიეგოს ამინდის ეროვნული სამსახურის სინოპტიკოსი ბრენდტ მაქსველი.

ვრცლად

თბილისის ზღვის, კუსა და ლისის ტბების წყლის ხარისხის კვლევის შედეგები
03.07.2013

საბანაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა განაახლეს წყლის ხარისხის შემოწმება თბილისის ზღვაზე, კუსა და ლისის ტბებზე.

ვრცლად

ყურადღება!!!
15.03.2013

17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: