ოთხშაბათი, 24 აპრილი, 08:02   
ENG GEO
+26°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.4 1936, მინ: +0 1948
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

სავსე მთვარე – მთვარის 16 დღე
24 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  24 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:07
მზის ჩასვლა: 19:51
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 44წთ
 

 




სიახლეები
 

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე
24.03.2014

22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია"". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს. წყალზე მონიტორინგის მიზანია შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარი - პლაზმურ-ემისიური სპექტროფოტომეტრი ICP-OES, რომელიც იძლევა საშუალებას უმოკლეს დროში მაღალი სიზუსტით განსაზღვროს წყლის, ჰაერისა და ნიადაგის სინჯებში მძიმე ლითონების ფართო სპექტრი. აპარატის შეძენამდე ვერ ხერხდებოდა ამ სინჯების მაღალი ხარისხით გამოკვლევა. დღეს, წყლის სინჯების აღება მოხდა თბილისის ზღვიდან, რომელიც შემდგომი გამოკვლევისათვის გადაიგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში. წყლის სინჯები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ პირადად აიღო. ახალი დანადგარის მეშვეობით პირველადი შედეგები რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი, საბოლოო დასკვნა კი, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წყლის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს რეგულარულად ატარებს. წელს წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ აქციაში სოლიკო ვირსალაძის სამხატრო ხელოვნების სკოლის 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს დასახატად მიეცათ თემა ,,წყლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში"" , ნახატების შესაქმნელად განსაზღვრული ჰქონდათ 35 წუთი. მოხალისეობრივ აქციაში მონაწილეთა ნამუშევრები ორშაბათს, 24 მარტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდებზე აიტვირთება. 10 დღის განმავლობაში დაგროვილი „მოწონებების" რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც მინისტრი ხათუნა გოგალაძე სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს და სამინისტროში, ნახატების გამოფენა მოეწყობა.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                         

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ბათუმში
28.10.2013

14-18 ოქტომბერს ბათუმში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ჩატარდა პლენარული სესიის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ IPCC-ს ხელმძღვანელი დოქტორი რაჯენდრა ქუმარ ფაჩაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და IPCC-ს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ვრცლად

ამერიკელი სინოპტიკოსის ვიზიტი ჰიდრომეტ-ში
16.09.2013

30 აგვისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტდეპარტამენტს ესტუმრა სანდიეგოს ამინდის ეროვნული სამსახურის სინოპტიკოსი ბრენდტ მაქსველი.

ვრცლად

თბილისის ზღვის, კუსა და ლისის ტბების წყლის ხარისხის კვლევის შედეგები
03.07.2013

საბანაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა განაახლეს წყლის ხარისხის შემოწმება თბილისის ზღვაზე, კუსა და ლისის ტბებზე.

ვრცლად

ყურადღება!!!
15.03.2013

17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: