ოთხშაბათი, 24 აპრილი, 20:29   
ENG GEO
+26°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.4 1936, მინ: +0 1948
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

სავსე მთვარე – მთვარის 16 დღე
24 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  24 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:07
მზის ჩასვლა: 19:51
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 44წთ
 

 




სიახლეები
 

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებს აიღეს და დაასუფთავეს მტკვარი. პირველად, მდინარე მტკვარი სპეციალური უსაფრთხო საკვები პროდუქტების საღებავებით სიმბოლურად გამწვანდა. გაიმართა ბენდ „ესპერას" კონცერტი ირაკლი ქოიავას ხელმძღვანელობით, მოიხატა მტკვრის კალაპოტი, მოეწყო ფოტოგამოფენა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა და მისი ცნობიერების ამაღლება მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანი იყო „გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს". გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს მდინარე მტკვრის მონიტორინგს 8 წერტილში, ხოლო მდინარის აუზში, 14 წერტილში. წყლის სინჯების აღების დროს ადგილზე ისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ლაბორატორიებში განისაზღვრება არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლები, ასევე მძიმე ლითონები. რაც შეეხება მტკვრის შეფერილობას, მას განსაზღვრავს მისი მიმდებარე ნიადაგების ტიპი და შემადგენლობა, რაც აისახება წყალში შეწონილი ნაწილაკების არსებობით. მიმდინარე წელს სააგენტომ საქართველოს ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების წერტილები გაზარდა 23 პუნქტით. წლის განმავლობაში დაკვირვება სულ ჩატარდება 32 მდინარისა და 8 ტბის 69 წერტილში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქედან 16 წერტილში კვლევები განხორციელდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ქიმიური მონიტორინგის გარდა ჩატარდება ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგიც. შესაბამისად ამ წერტილებში მოხდება წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს "წყლის რესურსების მართვის" კანონპროექტზე, ახალი კანონი დაეყრდნობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას, ასევე წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლას. მტკვრის დაცვის დღე 15 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                                   

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ბათუმში
28.10.2013

14-18 ოქტომბერს ბათუმში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (IPCC) 37-ე პლენარული სესია ჩატარდა პლენარული სესიის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ IPCC-ს ხელმძღვანელი დოქტორი რაჯენდრა ქუმარ ფაჩაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და IPCC-ს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ვრცლად

ამერიკელი სინოპტიკოსის ვიზიტი ჰიდრომეტ-ში
16.09.2013

30 აგვისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტდეპარტამენტს ესტუმრა სანდიეგოს ამინდის ეროვნული სამსახურის სინოპტიკოსი ბრენდტ მაქსველი.

ვრცლად

თბილისის ზღვის, კუსა და ლისის ტბების წყლის ხარისხის კვლევის შედეგები
03.07.2013

საბანაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა განაახლეს წყლის ხარისხის შემოწმება თბილისის ზღვაზე, კუსა და ლისის ტბებზე.

ვრცლად

ყურადღება!!!
15.03.2013

17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება

ვრცლად

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: