პარასკევი, 29 მარტი, 16:05   
ENG GEO
+19°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +27.9 1914, მინ: -3.7 1957
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 20 დღე, მესამე ფაზა
29 მარტი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  29 მარტი 2024  
მზის ამოსვლა: 06:49
მზის ჩასვლა: 19:23
დღის
ხანგრძლივობა:
12სთ 34წთ
 

 




სიახლეები
 

მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
13.08.2014

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალი ცენტრი მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ადგილზე გადაუწყვეტენ ყველა იმ საკითხს, რაც მსურველებს ლიცენზიის მიღებას გაუადვილებს. ცენტრში შესაძლებელია სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე უფასო კონსულტაცია, ტოპოგრაფიული რუქების ადგილზე დამზადება, ასევე საჯარო რეესტრიდან საჭირო ამონაწერის გაკეთება, დოკუმენტის ჩაბარება მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, ნოტარიულად დამოწმებული ცნობის გარეშე და სარგებლობის ლიცენზიის მიღება. ადგილზე მოხდება საქმის ელექტრონული წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ მეწარმე SMS შეტყობინებებს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მიიღებს. ხანგრძლივ და გართულებულ პროცედურებს, ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალ ცენტრში მარტივი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება შეცვლის. მომხმარებელს საშუალება ექნება დაზოგოს დრო და ფულადი რესურსი. მომსახურების ცენტრი დაფუძნებულია ბუნებრივი კაპიტალის მდგრადი მართვის პრინციპებზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზეა
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                                                 

"საქართველოში 2012 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის"
14.01.2013

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენი "საქართველოში 2012 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის",

ვრცლად

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ესტუმრა
07.11.2012

დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს. შეხვედრის ფარგლებში ხათუნა გოგალაძემ ასევე წარადგინა ახლად დანიშნული მოადგილეები, ნინო შარაშიძე და ირაკლი თექთურმანიძე.

ვრცლად

ვაკანსია სააგენტოში
15.10.2012

”გარემოს ეროვნული სააგენტო” აცხადებს კონკურსს ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ვრცლად

ვაკანსია
09.07.2012

სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის (მიკრობიოლოგის) თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის სფეროში; ** აუცილებელია წყლისა და ნიადაგის სინჯებში მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ 2012 წლის 13 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@meteo.gov.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვრცლად

12 | 13 | 14 | 15 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: