შაბათი, 20 აპრილი, 10:03   
ENG GEO
+27°

ამინდი თბილისში

 
სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ
მაქს: +27,8 1981, მინ: +0.3 1883
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 13 დღე, მეორე ფაზა
20 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  20 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:13
მზის ჩასვლა: 19:47
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 34წთ
 

 




სიახლეები
 

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური თბილისში
05.07.2012

გარემოს დაცვის მინისტრმა და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გახსნეს. ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც ვაშლიჯვრის კომპლექსური მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, მოხდება დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი: ნახშირჟანგი (CO); აზოტის ჟანგეულები (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგი (SO2); მიწისპირა ოზონი (O3); და მტვრის ფრაქციები.

,,მთავარია ჩვენ არ ვართ ერთ ადგილას გაჩერებულები, ჩვენ ვითარდებით და ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს შენაძენი. ჩვენი შესაძლებლობები ძლიერდება და ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დღესაც ეს ამის დადასტურებაა. ჩვენ თბილისში ჰაერის კონტროლს უფრო მაღალ დონეზე შევძლებთ დღეიდან ვიდრე ამას ვაკეთებდით თუნდაც გუშინ"" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით იგეგმება მსგავსი მოდელირების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

,,მე ვარ თბილისის მოქალაქე და ვცხოვრობ საქართველოში, მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომ გავზომოთ დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ტრანსპორტითა და სხვა ფაქტორებით თბილისში. ჩვენ ვიყენებთ ზუსტად იგივე სისტემას დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საპორტო ქალაქ როტერდამის პორტში, სადაც დიდი მრეწველობაა და იქ ამ სისტემამ ძალიან გაამართლა, რადგან აჩვენა საიდან ხდება ძირითადად ჰაერის დაბინძურება და რისი გაკეთება შეგვიძლია დაბინძურების გავლენის შესამცირებლად"" - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა პიტერ ლანდერბერგმა.

ამჟამად სადგურის მუშაობა ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ სამ თვეს გასტანს. სადგურის მუშა რეჟიმში გადასვლის შემდეგ შესაძლებელი გახდება აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის რეალური შეფასება.

 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
     

ყურადღება!!!
15.03.2013

17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება

ვრცლად

"საქართველოში 2012 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის"
14.01.2013

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენი "საქართველოში 2012 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისათვის",

ვრცლად

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ესტუმრა
07.11.2012

დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია გარემოს ეროვნულ სააგენტოს და გაეცნო დაგეგმილ პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს. შეხვედრის ფარგლებში ხათუნა გოგალაძემ ასევე წარადგინა ახლად დანიშნული მოადგილეები, ნინო შარაშიძე და ირაკლი თექთურმანიძე.

ვრცლად

ვაკანსია სააგენტოში
15.10.2012

”გარემოს ეროვნული სააგენტო” აცხადებს კონკურსს ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ვრცლად

12 | 13 | 14 | 15 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: