|
|
|
25 აპრილი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
13სთ 47წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველო დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფის წევრი გახდა
22.01.2014
მინისტრთა სამიტის მაღალი რანგის მე-10 პლენარული სესიის შეხვდრა ჟენევაში, 2014 წლის იანვარში შედგა და საქართველო 90-ე ქვეყნად გაწევრიანდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო შარაშიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ბატონი რამაზ ჭითანავა და ქალბატონ ნინო ცხადაძე. განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს დედამიწის დაკვირვების ჯგუფში გაწევრიანების დიდი მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა ეროვნულ დონეზე GEO-ს მიერ დასახული მიზნების შესრულებაში.
დედამიწაზე დაკვირვების ჯგუფი, კოორდინაციას უწევს დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა, სისტემის შექმნას. 10 წლიანი დაკვირვების გეგმის საფუძველზე, მათი მიზანი და მოსალოდნელი სარგებელი, საქმიანობის ცხრა პრიორიტეტულ სოციალურ სფეროდ იყოფა: კატასტროფები, ჯანმრთელობა, ენერგია, კლიმატი, წყალი, ამინდი, ეკოსისტემები, სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება.
პლენარულ სესიაზე განცხადება გააკეთა მთავარმა დელეგატმა ბატონმა რამაზ ჭითანავამ, ხოლო მინისტერიალზე ქალბატონმა ნინო შარაშიძემ.
მხარეები შემდგომი ეტაპისათვის (2015-2015) ათწლიანი გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ,რომელშიც განსაზღვრულია GEOSS-ის (GLOBAL EARTH OBSERVATORION SYSTEM OF SYSTEM დედამიწაზე გლობალური დაკვირვების სისტემათა სისტემის) ხედვა.
„გეოპორტალის" მეშვეობით, უზრუნველყოფილია წვდომა ინტერნეტ მონაცემებზე. მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს და გამოიყენოს სანდო და უახლესი ინფორმაცია.
|
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე 2012
23.03.2012
ამინდი, კლიმატი და წყალი - ჩვენი მომავლის მამოძრავებელი ძალა
ყოველი წლის 23 მარტს მსოფლი მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მის 189 წევრ ქვეყნასა და მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად აღნიშნავს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სააგენტოს თანამშრომელთა ვიზიტი ფინეთში
12.03.2012
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სამი ჯგუფი- დისტანციური ზონდირების ჯგუფი, წყალდიდობების რისკების მენეჯმენტის ჯგუფი და გარემოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ჰელსინკში(ფინეთი) ტრენინგებზე ფინური პროექტის "წყლის მონიტორინგისა და მენეჯმენტის მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიცია საფრანგეთში
08.09.2011
ფრაგნგი და ქართველი სპელეოლოგების ერთობლივი მუშაობის 20 წლისთავთან დაკავშირებით ქ. ლიმუჟის სპელეოკლუბმა 2011 წლის აგვისტოში ჩაატარა 16-დღიანი კომპლექსური ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი სპელეოლოგებიც, საქართველოს სპელეოკავშირის პრეზიდენტის მ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|