|
|
|
25 აპრილი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
13სთ 47წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)
05.02.2014
გარემოს ეროვნული სააგენტო მონაწილეობს პროექტში „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ (EMBLAS). აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი. პროექტი მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, რუსეთი და უკრაინა.
პროექტის ძირითადი მიზანია შეიქმნას ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შავი ზღვის გარემოს დაცვის გაუმჯობესებას. დაგეგმილია ეროვნული მონიტორინგის არსებული სისტემების და ინსტრუმენტების შეფასება; ბუქარესტის და მასთან დაკავშირებული სხვა კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და სწავლებების საჭიროებების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; აგრეთვე შავი ზღვის ერთობლივი კვლევების მეთოდოლოგიის მომზადება და რიგი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
პროექტის მიზნებია: ა) შავი ზღვის ქიმიური და ბიოლოგიური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესება ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) და შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის საჭიროებებთან შესაბამისობაში; ბ) პარტნიორი ქვეყნების ქმედუნარიანობის გაუმჯობესება ზღვის მონიტორინგის წარმოებაში MSFD პრინციპებით.
განხორციელდება შემდეგი კონკრეტული ქმედებები: ა) ეროვნული მონიტორინგის სისტემების და ინსტრუმენტების მიმოხილვა მონიტორინგით მიღებული მონაცემების შეფასების მიზნით; ბ) ბუქარესტისა და სხვა შესაბამისი კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა; გ) ეკონომიკურად ეფექტური და ჰარმონიზებული ბიოლოგიური და ქიმიური მონიტორინგის პროგრამების შემუშავება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის და MSFD-ს შესაბამისად; დ) ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და ტრენინგების საჭიროებების შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) მონიტორინგის მეთოდებისა და ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; ვ) შავი ზღვის ერთობლივი კვლევების მეთოდოლოგიის მომზადება; ზ) შავი ზღვის წყლის ხარისხის მონაცემთა ბაზის პროტოტიპის შემუშავება.
|
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე 2012
23.03.2012
ამინდი, კლიმატი და წყალი - ჩვენი მომავლის მამოძრავებელი ძალა
ყოველი წლის 23 მარტს მსოფლი მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მის 189 წევრ ქვეყნასა და მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად აღნიშნავს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სააგენტოს თანამშრომელთა ვიზიტი ფინეთში
12.03.2012
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სამი ჯგუფი- დისტანციური ზონდირების ჯგუფი, წყალდიდობების რისკების მენეჯმენტის ჯგუფი და გარემოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ჰელსინკში(ფინეთი) ტრენინგებზე ფინური პროექტის "წყლის მონიტორინგისა და მენეჯმენტის მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიცია საფრანგეთში
08.09.2011
ფრაგნგი და ქართველი სპელეოლოგების ერთობლივი მუშაობის 20 წლისთავთან დაკავშირებით ქ. ლიმუჟის სპელეოკლუბმა 2011 წლის აგვისტოში ჩაატარა 16-დღიანი კომპლექსური ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი სპელეოლოგებიც, საქართველოს სპელეოკავშირის პრეზიდენტის მ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|