პარასკევი, 29 მარტი, 11:05   
ENG GEO
+19°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +27.9 1914, მინ: -3.7 1957
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 20 დღე, მესამე ფაზა
29 მარტი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  29 მარტი 2024  
მზის ამოსვლა: 06:49
მზის ჩასვლა: 19:23
დღის
ხანგრძლივობა:
12სთ 34წთ
 

 




სიახლეები
 

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებს აიღეს და დაასუფთავეს მტკვარი. პირველად, მდინარე მტკვარი სპეციალური უსაფრთხო საკვები პროდუქტების საღებავებით სიმბოლურად გამწვანდა. გაიმართა ბენდ „ესპერას" კონცერტი ირაკლი ქოიავას ხელმძღვანელობით, მოიხატა მტკვრის კალაპოტი, მოეწყო ფოტოგამოფენა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა და მისი ცნობიერების ამაღლება მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანი იყო „გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს". გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს მდინარე მტკვრის მონიტორინგს 8 წერტილში, ხოლო მდინარის აუზში, 14 წერტილში. წყლის სინჯების აღების დროს ადგილზე ისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ლაბორატორიებში განისაზღვრება არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლები, ასევე მძიმე ლითონები. რაც შეეხება მტკვრის შეფერილობას, მას განსაზღვრავს მისი მიმდებარე ნიადაგების ტიპი და შემადგენლობა, რაც აისახება წყალში შეწონილი ნაწილაკების არსებობით. მიმდინარე წელს სააგენტომ საქართველოს ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების წერტილები გაზარდა 23 პუნქტით. წლის განმავლობაში დაკვირვება სულ ჩატარდება 32 მდინარისა და 8 ტბის 69 წერტილში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქედან 16 წერტილში კვლევები განხორციელდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ქიმიური მონიტორინგის გარდა ჩატარდება ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგიც. შესაბამისად ამ წერტილებში მოხდება წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს "წყლის რესურსების მართვის" კანონპროექტზე, ახალი კანონი დაეყრდნობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას, ასევე წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლას. მტკვრის დაცვის დღე 15 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                                   

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე 2012
23.03.2012

ამინდი, კლიმატი და წყალი - ჩვენი მომავლის მამოძრავებელი ძალა ყოველი წლის 23 მარტს მსოფლი მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მის 189 წევრ ქვეყნასა და მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად აღნიშნავს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს.

ვრცლად

სააგენტოს თანამშრომელთა ვიზიტი ფინეთში
12.03.2012

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სამი ჯგუფი- დისტანციური ზონდირების ჯგუფი, წყალდიდობების რისკების მენეჯმენტის ჯგუფი და გარემოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ჰელსინკში(ფინეთი) ტრენინგებზე ფინური პროექტის "წყლის მონიტორინგისა და მენეჯმენტის მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში.

ვრცლად

ჩვენი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში
05.10.2011

გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მასმედიას წარუდგინა გარემოს ეროვნული სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი http://meteo.gov.ge/

ვრცლად

საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიცია საფრანგეთში
08.09.2011

ფრაგნგი და ქართველი სპელეოლოგების ერთობლივი მუშაობის 20 წლისთავთან დაკავშირებით ქ. ლიმუჟის სპელეოკლუბმა 2011 წლის აგვისტოში ჩაატარა 16-დღიანი კომპლექსური ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი სპელეოლოგებიც, საქართველოს სპელეოკავშირის პრეზიდენტის მ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.

ვრცლად

12 | 13 | 14 | 15 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: