ხუთშაბათი, 18 აპრილი, 19:57   
ENG GEO
+28°

ამინდი თბილისში

 
სუსტი ქარი
მაქს: +30.1 1899, მინ: +0.3 1904
 
  ამინდი
  ჰიდროლოგიური
მონაცემები
  სტიქიური
მოვლენები
  ზვავსაშიში კერები
  გარემოს დაბინძურება
(რადიაციული ფონი)
  ინტერაქტიული რუკა


www.meteo.gov.ge -ს ამინდის
პროგნოზი თქვენს საიტზე

მიმდინარე ფაზა

მთვარის 11 დღე, მეორე ფაზა
18 აპრილი
ფაზების კალენდარი
მზის ამოსვლა და ჩასვლა
  18 აპრილი 2024  
მზის ამოსვლა: 06:16
მზის ჩასვლა: 19:44
დღის
ხანგრძლივობა:
13სთ 28წთ
 

 




სიახლეები
 

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა
03.06.2014

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდს შორის სხვადასხვა ღონისძიებები გამართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებს აიღეს და დაასუფთავეს მტკვარი. პირველად, მდინარე მტკვარი სპეციალური უსაფრთხო საკვები პროდუქტების საღებავებით სიმბოლურად გამწვანდა. გაიმართა ბენდ „ესპერას" კონცერტი ირაკლი ქოიავას ხელმძღვანელობით, მოიხატა მტკვრის კალაპოტი, მოეწყო ფოტოგამოფენა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა და მისი ცნობიერების ამაღლება მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანი იყო „გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს". გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს მდინარე მტკვრის მონიტორინგს 8 წერტილში, ხოლო მდინარის აუზში, 14 წერტილში. წყლის სინჯების აღების დროს ადგილზე ისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ლაბორატორიებში განისაზღვრება არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლები, ასევე მძიმე ლითონები. რაც შეეხება მტკვრის შეფერილობას, მას განსაზღვრავს მისი მიმდებარე ნიადაგების ტიპი და შემადგენლობა, რაც აისახება წყალში შეწონილი ნაწილაკების არსებობით. მიმდინარე წელს სააგენტომ საქართველოს ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების წერტილები გაზარდა 23 პუნქტით. წლის განმავლობაში დაკვირვება სულ ჩატარდება 32 მდინარისა და 8 ტბის 69 წერტილში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქედან 16 წერტილში კვლევები განხორციელდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ქიმიური მონიტორინგის გარდა ჩატარდება ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგიც. შესაბამისად ამ წერტილებში მოხდება წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის დადგენა. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს "წყლის რესურსების მართვის" კანონპროექტზე, ახალი კანონი დაეყრდნობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას, ასევე წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული მართვის სისტემაზე გადასვლას. მტკვრის დაცვის დღე 15 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია.
 
წინა შემდეგი
იხილეთ დამატებითი ფტოები
                                                   

ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის სპეცილისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარწვერზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ
09.08.2011

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სპეციალისტები გერგეთისა და დევდორაკის მყინვარებზე ექსპედიციაში გაემგზავრნენ. სპეციალიტები გამგზავრებამდე გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეხვდნენ და ექსპედიციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
07.06.2011

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად დასკვნითი საზეიმო მიღება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ინიტა პაულოვიჩამ მიმართეს და გარემოს დაცვის დღე მიულოცეს.

ვრცლად

საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი
06.06.2011

ამა წლის 22– 25 მარტს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა "EUMETSAT"– ის (ევროპის მეტეოროლოგიური თანამგზავრები) ექსპერტი ალექსეი კრივობოკი

ვრცლად

მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე
01.06.2011

მსოფლიო საზოგადოებრიობა 23 მარტს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეწვია და თანამშრომლებს პროფესიონალური დღესასწაული მიულოცა

ვრცლად

12 | 13 | 14 | 15 |
 

გარემოს ეროვნული სააგენტო
დ. აღმაშენებლის გამზ. 150. 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2439503, ფაქსი: +995 32 2439502
 
მთავარი გვერდი კონტაქტი საიტის რუკა  
ყველა უფლება დაცულია © 2011 გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საიტი შექმნილია RENDER PRODUCTION-ს მიერ
  თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: