|
|
|
25 აპრილი 2024 |
|
|
|
|
|
დღის ხანგრძლივობა: |
13სთ 47წთ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის პრეზენტაცია
07.04.2014
დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
2013 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგისა და 2014 წლის მოსალოდნელი პროცესების პროგნოზის ანგარიშის მიზანი, გეოლოგიური რისკების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცხოვრებელ ზონებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მეწყერსაშიშროება და სხვა სტიქიური მოვლენები, ასევე დროულად განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
საზოგადოებისთვის და გეოლოგიური პროცესების განვითარების კუთხით დაინტერესებული პირებისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.meteo.gov.ge-ზე შეიქმნა resource.meteo.gov.ge-ი სადაც განთავსებულია, რუკები ყველა სახის გეოლოგიური პროცესითა და სტიქიის გააქტიურების სარისკო უბნებით. resource.meteo.gov.ge-ი საშუალებას იძლევა ქვეყნის მინერალური რესურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ონლაინრეჟიმში უპრობლემოდ მიიღოს. |
იხილეთ დამატებითი ფტოები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
10.06.2014
„შპს „RMG Gold"-ისათვს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ „შპს „RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2014 წლის 4 აპრილის განკარგულების მიღება განპირობებული იყო მთელი რიგი პროცესებით, რომლებმაც, 2013-2014 წლებში შეაფერხა კომპანიის, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრულ გეოლოგიურ მინაკუთვნზე წიაღით სარგებლობის პროცესი:
ვრცლად |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|